ყოველთვის ნატურალური მენიუ ყოველთვის ნატურალური მენიუ

სქირის შესახებ

თქვენს სურფაზე
2018 წლიდან

„სქირი“ ქართული ჩირისა და ნუგბარის მცირე საწარმოა, სადაც მომხმარებლისთვის ყოველდღე დიდი სიყვარულით ვქმნით 70-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა პროდუქციას. მომხმარებლის სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად ვქმნით განსხვავებულ ჩირის პროდუქტს და შეუდარებელ გემოებს.

მე ვარ ეკატერინე ხუტკუბია. აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით წარმოების ორგანიზაციის მენეჯერი. ამჟამად ვხელმძღვანელობ ჩირის მცირე საწარმოს „სქირი“-ს სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში.

ეკა ხუტკუბია
ეკა ხუტკუბია

სქირის დამფუძბებელი

ადგილობრივი პროდუქცია

ჯანსაღი პრუდქტი, ადგილობრივი ფერმერებისგან.

ნატურალური

ადგილობრივი ხილი ყველანაირი დანამატების გარეშე.

საოჯახო

70-მდე სახეობა, ყველა გემოვნების ადამიანისათვის.

ყველაფერი საუკეთესო

რჩეული პროდუქტი

ეს ყველაფერი არ არის: 

რატომ სქირი ?

რა ქმნის სქირს განსაკუთრებულს

ბიო ნატურალური, უმაღლესი ხარისხის, ხელით შერჩეული და და დამუშავებული ჩირის და ტკბილეულობის ფართო ასორტიმენტი

ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა 100% ნატურალურობით, მას  შენარჩუნებული აქვს ვიტამინების 97%. იქედან გამომდინარე,რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია სრულიად ნატურალურია

სქირის ჩირები შეიძლება მიირთვას ბავშვმა 1 წლის ასაკიდან,ორსულებმა,მეძუძურმა დედებმა,მოხუცებმა…პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ხილისგან, თხილი და ნიგოზი არის ჩვენი ფერმერული მეურნეობიდან და ბიოა,თაფლს ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმერებისგან.

გარდა ხარისხისა და გემოსა, სქირში უდიდეს ყურადღებას ვამახვილებთ, ჩვენი პრუდქტის სილამაზეზე, რათა ფერებით გავალამაზოთ თქვენი სუფრა, ჩვენი ჩირებითა და ტკბილეულობით