Categoriesსხვადასხვა

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?!

სხვადასხვა ხილის ჩირი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი დამზადებისას არ დარღვეულა ჰიგიენის ნორმები და მომზადების წესი. კერძოდ, ნებისმიერი ხილის ჩირი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუ ის მზის ზემოქმედების შედეგადაა გამომშრალი და არა რაიმე აპარატის მეშვეობით, ამასთან, ბუნებრივი გამოშრობის დროს ყურადღებამისაქცევია ჰიგიენის დაცვა, რაც ხილის მწერებისგან დაბინძურების თავიდან აცილებას გულისხმობს.

ჩირის დამზადების ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს, თუმცა მოხმარების მხრივ ევროპას ვერ შევედრებით, იქ კარგად იციან გამომშრალი ხილის ფასი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება უფრო მეტი იცოდეთ სხვადასხვა სახეობის ჩირის სასარგებლო თვისებებზე.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია შავი ქლიავის, გარგარის, ლეღვის და ვაშლის ჩირი, ასევე ქიშმიში, საზღვარგარეთიდან შემოტანილ ჩირებს შორის ყველაზე პოპულარულია ფინიკის ჩირი.

მაშ ასე, უფრო კარგად გავერკვეთ, რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო: