Categoriesმებაღეობა

ციტრუსოვანი ბაღის გაშენება

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი კომერციული დარგია.

ციტრუსოვანთა ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, მჟავებით, ორგანულ მჟავათა მარილებით, პექტინოვანი ნივთიერებებით და ვიტამინებით.

ციტრუსოვანთა გვარში შემავალი სახეობებიდან, საქართველოში ფართო სამრეწველო მნიშვნელობა მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს აქვს. რაც შეეხება სხვა სახეობებს -გრეიფრუტს, ციტრონს და პომპელმუსს, მათ ნაკლებად კომერციული მნიშვნელობა აქვთ და ერთეული ნარგაობის სახითაა გაშენებული.

ციტრუსებისათვის ნიადაგის შერჩევა

ციტრუსების გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მიკროკლიმატური პირობები (რელიეფი, ადგილმდებარეობის სიმაღლე, ზღვიდან დაშორება). ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ ზამთრის პირობებისადმი კულტურათა ცალკეული სახეების, ჯიშების შეგუების შესაძლებლობები.

ციტრუსოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.

კითხვის გაგრძელება