Categoriesსხვადასხვა

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?!

სხვადასხვა ხილის ჩირი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი დამზადებისას არ დარღვეულა ჰიგიენის ნორმები და მომზადების წესი. კერძოდ, ნებისმიერი ხილის ჩირი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუ ის მზის ზემოქმედების შედეგადაა გამომშრალი და არა რაიმე აპარატის მეშვეობით, ამასთან, ბუნებრივი გამოშრობის დროს ყურადღებამისაქცევია ჰიგიენის დაცვა, რაც ხილის მწერებისგან დაბინძურების თავიდან აცილებას გულისხმობს.

ჩირის დამზადების ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს, თუმცა მოხმარების მხრივ ევროპას ვერ შევედრებით, იქ კარგად იციან გამომშრალი ხილის ფასი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება უფრო მეტი იცოდეთ სხვადასხვა სახეობის ჩირის სასარგებლო თვისებებზე.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია შავი ქლიავის, გარგარის, ლეღვის და ვაშლის ჩირი, ასევე ქიშმიში, საზღვარგარეთიდან შემოტანილ ჩირებს შორის ყველაზე პოპულარულია ფინიკის ჩირი.

მაშ ასე, უფრო კარგად გავერკვეთ, რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო:

Categoriesმებოსტნოება

ჩითილის გამოყვანია

ბოსტნეულის ნერგის (ჩითილის) გამოყვანა საინტერესო და ემოციური პროცესია. მეურნეების (ან მოყვარულების) ერთი ნაწილი ჩითილების გამოყვანით აღტაცებულია, მეორენი ამას მხოლოდ კულტურის მოყვანის აუცილებელ ნაწილად აღიქვავენ, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ უყვართ ეს პროცესი და ჩითილების შეძენა ურჩევნიათ.

მიუხედავად იმისა თუ ვინ როგორ უყურებს ამ პროცესს, ყველამ იცის რომ ჯანსაღი მცენარის და შესაბამისად უხვი მოსავლის მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორად გამოყვანილი ნერგია.

ამგვარი ჩითილის გამოზრდა ყველას შეუძლია, მთავარია მონდომება და გარკვეული ცოდნა, თუ ეს ყველაფერი გაქვთ, ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ ეს შეცდომებია. ამ შეცდომების გამო კი შეიძლება უხარისხო, დაავადებული მცენარე მივიღოთ და ამან ჩვენი რესურსის არაეფექტური ხარჯვა გამოიწვიოს.

განვიხილოთ რამოდენიმე სერიოზული შეცდომა – ბოსტნეულის (ნერგის) ჩითილის გამოყვანის დროს.

კითხვის გაგრძელება

Categoriesმებაღეობა

ციტრუსოვანი ბაღის გაშენება

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი კომერციული დარგია.

ციტრუსოვანთა ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, მჟავებით, ორგანულ მჟავათა მარილებით, პექტინოვანი ნივთიერებებით და ვიტამინებით.

ციტრუსოვანთა გვარში შემავალი სახეობებიდან, საქართველოში ფართო სამრეწველო მნიშვნელობა მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს აქვს. რაც შეეხება სხვა სახეობებს -გრეიფრუტს, ციტრონს და პომპელმუსს, მათ ნაკლებად კომერციული მნიშვნელობა აქვთ და ერთეული ნარგაობის სახითაა გაშენებული.

ციტრუსებისათვის ნიადაგის შერჩევა

ციტრუსების გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მიკროკლიმატური პირობები (რელიეფი, ადგილმდებარეობის სიმაღლე, ზღვიდან დაშორება). ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ ზამთრის პირობებისადმი კულტურათა ცალკეული სახეების, ჯიშების შეგუების შესაძლებლობები.

ციტრუსოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.

კითხვის გაგრძელება